სახოტბო საბურველიდან გამოჭიატებული სიმართლე
როსტომ ჩხეიძე

(სახელდახელო ჩანაწერი რეზო ჭეიშვილისა)

საოცრებად მოეჩვენებოდა გიორგი სააკაძე რეზო ჭეიშვილს

საოცრებად მაინც რა მხრივ – აღტაცებულს მისი გმირობებით თუ გაოგნებულს მის ავკაცობებით?

რა მხრივ და:

უპრინციპოო, მედროვეო, დაუნდობელიო, მოღალატეო

ასეც ჩაინიშნავდა, ასეც, ამ ეპითეტებითაც შეამკობდა 1989 წლის 23 აგვისტოს დღიურში

და განსაკუთრებით დამაფიქვრელია, რომ:

ეს შთაბეჭდილება დარჩებოდა არა რომელიმე სხვა თხზულების, არამედ გიორგი სააკაძის განმადიდებელი ეპოსისიოსებ ტფილელსააკაძის „დიდმოურავიანი“წაკითხვისა თუ გადაკითხვის შემდგომ

თვით განმადიდებელი, სახოტბო, დითირამბული თხზულება გაუჩენდა ამ ეჭვებს, თვით იქაც კი რომ არ იფარებოდა გიორგი სააკაძის პიროვნული ბუნება თუ ცხოვრების წესი.

ნამეტანი უნდა მოგენდომებინა, მთლად საბჭოურბოლშევიკურ თარგზე უნდა გაგეაზრებინა მისი საქმიანობა და ცხოვრების გზა, საბჭოური მითოსის გმირად უნდა გექცია, თორემ XVIII საუკუნის მორალი მაინც სხვა გახლდათ დამიკერძოების შემთხვევაშიცრაღაც ზღვარს არ გადადიოდა, იმ ზღვარს, რომელსაც დაიცავდა იოსებ ტფილელიც

საქართველოს ისტორია ყოველთვისაც აღელვებდა და აფიქრებდა რეზო ჭეიშვილს, მაგრამ: როგორც მოქალაქესა და როგორც მკითხველს

მაგრამ უნდა დადგომოდა დრო, როდესაც მწერლური თვალთახედვითაც ჩაუფიქრდებოდა და ჩაუკვირდებოდა ჩვენი ქვეყნის გარდასულ ჟამს და ისტორიულ თემატიკაზეც მოინდომებდა თხზულებების შექმნასარა ერთისა და ორის: მოთხრობებისაც, რომანებისაც. განსაკუთრებით მაინც XVII საუკუნის იმერეთის ყოფა გაიტაცებდა, იმ ეპოქის აღდგენის სურვილი სულ უფრო გაუმძაფრებდა და გულდასმითაც შეისწავლიდა და დაამუშავებდა ისტორიულ და დოკუმენტურ წყაროებს, რათა ბოლომდე შეეღწია და ჩამჯდარიყო დროის ქერქში.

სანიმუშოდ ისტორიულ თემატიკაზე წერისა აკაკი წერეთლის ნოველებსა და ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებს მიიჩნევდა, დაროგორც ჩანსსწორედ ნიკო ლორთქიფანიძის მსგავსი, მონათესავე სტილისტიკის გამოძებნას ესწრაფოდა თავისი ისტორიული თხზულებებისათვისაც

სტილურ კამერტონს თეიმურაზ ბაგრატიონის „ისტორიის“ დასაწყისი მიაგნებინებდა.

რაკიღა ისტორიას უკვე მწერლური თვალთახედვითაც უმზერდაუკვე სხვაგვარად გაეცნობოდა ჟამთააღმწერლის მატიანესაც, ბერი ეგნატაშვილის ახალ ქართლის ცხოვრებასაცსხვაგვარად ჩაუღრმავდებოდა, სხვაგვარად ჩაუკირკიტდებოდა… 

და ახლა ხელთ რომ ეჭირებოდა იოსებ ტფილელის, არჩილისა და თეიმურაზ პირველის პოეტური ქმნილებანი, თვალნათლივ დარწმუნდებოდა, უტყუარი სურათები რომ აღდგენილიყო ლექსად მოთხრობილ იმ ამბებში, და ყურადღებას იქცევდა სამივე პოეტის: ლექსიკაც, ფაქტებიც, დეტალებიც.

ყველაზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას მაინც გიორგი სააკაძე დაუტოვებდა, მანამდე ასე საგანგებოდ რომ არ დაჰკვირვებოდა მის ბიოგრაფიას, და ახლა კი… 

საზიზღრად წარმოუდგებოდა იქაც კი, სადაც ამართლებდნენ

რას ამბობდა?

მე შვილი დავტოვე შაჰაბასის კარზე, ზურაბმაცოლიო

შვილს უწლოვანს ცოლს უტოლებდა და თანაც ზურაბს ამშვიდებდა: არაუშავს, უკეთეს ცოლს შეგრთავო

თითქოს რაღაც ნივთზე ყოფილიყოს ლაპარაკი

და ჭეშმარიტი მწერლისა და ფსიქოლოგის განჭვრეტით დაასკვნიდა რეზო ჭეიშვილი:

არ შეიძლება ამ ადამიანს შვილი ჰყვარებოდაო

დაშეჩქვიფდებოდა ამის თქმისას

იქნებ ვცდები, სხვა სხვის ომში ბრძენიაო

მაგრამ:

ძალიან რომ ძულდათ თანამედროვეთ გიორგი სააკაძე, და განსაკუთრებით მაინც ბაგრატიონებს?

ვახუშტი ბატონიშვილი გაგვეხსენებინა თუნდაც, სხვებიც

ვითომ უსაფუძვლოდ ლანძღავდნენ და აგინებდნენ?

აწონიდა, დაწონიდა, ასე იფიქრებდა, ისე იფიქრებდა და:

არა მგონიაო, – დაიბეჯითებდა

იმ პასაჟს ამოიწერდა პოემიდან, შათირი რომ ეგდო ხელთ სააკაძეს და შაჰაბასის ფარული ბარათი, ქართლის აყრის შემდგომ თურმე დიდ მოურავსაც რომ უპირებდა მოკვლას… 

და სხვა გზა აღარც დარჩებოდა გიორგი სააკაძეს, გარდა იმისა, თეიმურაზს დაკავშირებულად საიდუმლოდ და მასთან ერთად ამოეჟლიტა ყიზილბაშთა ეს ლაშქარი

მაინც როგორ გადასულიყო ის ისტორიული ეპიზოდი სახოტბო პოემაში?

ლოჭინის ბოლოს ქორითა დავიწყე ნადირობანი, ერთი შათირი მორბოდა, აქ მოდიუყავ ხმობანი, არ მამეწონა, ესე თქვა: „არა მაქვს თქვენი ცნობანი“, ძალად შევიპყარ, იმ დღესა დასწყივა მისი შობანიო.

გავჩხრიკეთ, თავდაბეჭდილი წიგნი უპოვეთ უბითა, ეწერა: ქართლი აჰყარეთ, კაცთაგან დაასუბითა! ერთ პირად გამომიგზავნა, მკლავებს საბელი უბითა, მოურავს თავი მოჰკვეთეთ, ვეღარა ქნას რა შუბითაო!

შათირი მოვჰკალ, ის წიგნი იქავე შევჰმენ ხეულადო… 

მოკლა და: ვითომ არაფერიო, – უკვირდა მწერალს XX საუკუნის გადმოსახედიდან

ხოლო თხრობას მოწონებით მოუწონებდა იოსებ ტფილელს:

კარგად კი არის ამბავი მოთხრობილი, ზუსტად და გასაგებადო… 

ქართლის აყრაზე რომ არ მოიკლავდა თავს დიდი მოურავი, დიდი რამ ფსიქოლოგიური ჩაკირკიტება არ ესაჭიროებოდა ამის ამოცნობას, რაკიღა:

კახეთის გადასახლებაზეც არ გადარეულიყო.

აგერ თვალნათლივ იკვეთებოდა, რომ:

საკუთარი თავი შეენარჩუნებინა, შვილი კი გაეწირა.

რას ირწმუნებოდა საბჭოთა ისტორიოგრაფია და მათ კვალზე მავალი ზოგიერთი „პატრიოტი“?

მანამდეც აპირებდა აჯანყებას, ვიდრე შათირსა და იმ ფარულ ბარათს იგდებდა ხელთო.

ვერ გაიზიარებდა, ვერ დაიჯერებდა რეზო ჭეიშვილი ამ უსაფუძვლო, ქვიშაზე აგებულ მტკიცებას, რადგანაცმისი შეტყობით:

არავის, მათ შორის საკუთარ ხალხსაც, არ დაინდობდა დიდი მოურავი.

გრძნობდა, ხვდებოდა მწერალი!.. 

და დაბეჯითებით დასძენდა:

მიხვედრაც არ უნდაო.

მანამდეც რომ ახლდა შაჰს ქართლში?

უწინ კახეთსა მობრძანდა, იცით, რომ იქმნა რაები. მეორედ ქართლსა მოვიდა, არვინ ჰყო შესაძრავებიო.

რას ირწმუნებოდა „დიდმოურავიანის“ გმირი გიორგი სააკაძე?

ორნივ მეფენი იმერეთს გადაბრძანდა და მე რა უნდა მეღონაო

მე რა ვჰქმენ დასაშავებიო, არა?!.

კახეთის ტრაგედიაზე სად ეწერა? რა როლი, რა წვლილი მიუძღოდა, ზუსტად ჯერ ვერ გამოერკვია რეზო ჭეიშვილს, თუმც ძალზე მძიმე ცოდვა რომ გამოიკვეთებოდა, თუკი კვალს შეჰყვებოდა, ძნელი ამოსაცნობი აღარ გახლდათ მისთვის.

საჩემო თემა არ არისო, – რაღაც ამდაგვარს უსათუოდ გაიფიქრებდა და დღიურის სახელდახელო ჩანაწერს სავსებით  იკმარებდა გიორგი სააკაძის პიროვნებისა და საქმიანობის შესაფასებლად: უპრინციპოსი, მედროვის, დაუნდობელისა და მოღალატისა

ნეტა იმ თემისათვის მოება თავი, რაც ასერიგად აღელვებდა დაიწყებდა და ვეღარ იწყებდა; სათაურისათვის აკაკი წერეთელს დასესხებოდა და მეგზურად ნიკო ლორთქიფანიძე ეგულებოდა; სიუჟეტური ქარგაც მოეფიქრებინა, ხასიათებიც წარმოედგინა, მაგრამ რაღაც უბორკავდა ხელს და არ ანებებდა თხრობის გაშლას ისე ზუსტად და გასაგებად, როგორც თუნდ აგერ იოსებ ტფილელს სჩვეოდა და ამის თაობაზე ანკი ვინ შეედავებოდა, თქვენ სხვა მხრივ გეკითხათ, თორემ… 

ისე საბჭოურპოსტსაბჭოურ მწერლურისტორიოგრაფიულ მოდელთან შედარებით „დიდმოურავიანის“ მიკერძოებულობა ყოვლად უწყინრადაც გამოიყურება, მაინც სხვა მორალით რომ სუნთქავდა და საზრდოობდა მაშინდელი ჩვენი მწერლობაც და ისტორიოგრაფიაც.

***

არ შეიძლება ამ ადამიანს შვილი ჰყვარებოდაო, – ვერ გადაარწმუნებდი რეზო ჭეიშვილს.

***

თითქოს მოუთავებდა ხელს ამ ჩანაწერში დიდ მოურავს, მაგრამ 14 აგვისტოს კვლავ უნდა წამობლანდოდა მისი აჩრდილი.

და ეს მაშინ და ეს იმიტომ:

გიორგი სააკაძის ძეგლს რომ შემოდგამდნენ კვარცხლბეკზე.

მანამდე უფრო დაბლა იდგებოდა, ახლა აუმაღლებდნენ კვარცხლბეკს და ზევით ატყორცნიდნენ ქანდაკებას, რომელიც ესთეტიკურად ძალიანაც მოსწონდა რეზო ჭეიშვილს:

დიდებულიაო!..

ანკი სხვაგვარად როგორ შეაფასებდა მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევარს.

მაგრამ

ვაი, რომ კვლავ ეს ეკალივით „მაგრამ“:

სხვა სახელი დაერქმიათ, კარგი იყო, ახლა კი რაღა ეშველებაო!.. _ დასძენდა.

გიორგი სააკაძისათვის არ გაემეტებოდა და არა ეს დიდებული ქმნილება.

რაღა სტალინი და სერგო ორჯონიკიძე გამხდარიყვნენ მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებათა გმირები და რაღა ეს _ მათი წინამორბედი და იდეალი.

ხმალი რომ გამოშვეროდა გვერდზე, ტილოში გახვეულს, თითქოს კარვის კალთა ჩაუფხრეწიაო, რეზო ჭეიშვილს ძალდაუტანებლად წამოაგონდებოდა ის სტრიქონი „ვეფხისტყაოსნიდან“, ტარიელი რომ თავს იდებდა ავთანდილთან, ხვარაზმშას შვილს თუ როგორ შეჭროდა მოსაკლავად:

კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკეო

და რა იქნებოდა, სულაც ტარიელის ქანდაკებად ჩაფიქრებულიყო ეს ქმნილება.

ანდა ავთანდილისად 

ფრიდონისად ყოფილიყო თუნდაც.

ნუთუ შოთა რუსთველს არ ეკუთვნოდა ჩვენგან მისი გმირების გამოძერწვა და თუნდ ერთ ანსამბლად წარმოჩენა და თუნდ ცალცალკე ჩამორიგება?

ბოლოსდაბოლოს ზოგადი სახელწოდება მიესადაგებინათ:

ქართველი მეომარი ანდა რაინდი.

მოუხდებოდა, დაშვენდებოდა ეს სახელი ძეგლს, ხოლო ძეგლი _ დედაქალაქს.

და ახლა კიახლა

განა როდემდე ასწევდნენ და აამაღლებდნენ კვარცხლბეკს, განა როდემდე ასწევდნენ და აამაღლებდნენ გიორგი სააკაძის სახებას და სანიმუშოდაც დაამკვიდრებდნენხომ ჩამოეფხრიწებოდა ადრე თუ გვიან ის ხელოვნურად შემობლანდული საბურველი და წარმოდგებოდა იმ სახით, როგორიც გახლდათ სინამდვილეში.

სხვა სახელი დაერქმიათ, კარგი იყო, ახლა რაღა ეშველებაო, _ წუხილი არ უნელდებოდა რეზო ჭეიშვილს.

***

2000 წლის 12 ოქტომბრის დღიურში გიორგი სააკაძის ძეგლიც უნდა გაელვებულიყო: მოწმენდილ ამინდში რომ გახედავდი, შორს ცა მოჩანდა ლაჟვარდოვანი. სივრცე. მინდორი. კვარცხლბეკი მაღალი შეერჩიათ… 

იქ იდგებოდა სამი ფიჭვი, იქაურობას რომ უხდებოდა და ძეგლსაც. ერთს მოჭრიდნენ და ორი დაუხვდებოდა რეზოს ერთ მშვენიერ დღეს.

არქიტექტორის, ძეგლის ავტორის გადაწყვეტილებად მიიჩნევდა: ორი ამჯობინა ეტყობაო. ჯობდა თუ არა სამ ფიჭს ორი, რეზოს თვალში სადავო გახლდათ.

ერთ დღეს კი ერთი აღარ იქნებოდა. ჰოი, რარიგ ეწყინებოდა!.. 

იფიქრებდა: შეცდნენ, ერთიც არ უნდა მოეჭრათ, ორმა ვერ მოახდინა ეფექტი. ან სამი, ან ერთი. ძეგლი ერთი, ხელამაზიც ერთიო.

სულ მალე ის ერთიციმათ კვალს გაჰყვებოდა

და აღარ იდგებოდა სამი უცნაური და ულამაზესი ფიჭვი.

და ირონიულად ჩაეღიმებოდა:

ხელს უშლიდნენ ფიჭვები ავტორების შთანაფიქრსო.

მოქანდაკეს მისი ძეგლი უმჯობესი რომ ჰგონია ყოველგვარ ხეზე, რეზოსთვის ეს არა კმაროდა მოტივად სილამაზის ხელყოფისა. დედას რომ შვილი უყვარსოეს თქმა აქ არ გამოდგებოდა. ხისმჭრელს არც თავისი უყვარდა და არც სხვისი

ახსნით კი ასე ახსნიდა:

უბრალოდ მოქანდაკე მხატვარი არაა

აი მიზეზიც:

მოქანდაკე მხატვარიც რომ ყოფილიყო (ამ შემთხვევაში!), მაშინ არამცთუ მოესპო ის უცნაური და ულამაზესი ფიჭვები, მოხდენილ დეკორაციადაც კი მიიჩნევდა ძეგლისათვის, ისევე როგორც რეზომხატვრის თვალით რომ აღიქვამდა ამ სურათსაც, ერთმანეთში ჩაწნულ ქანდაკებასა და ფიჭვებს

თვითონ გიორგი სააკაძეს აღარ გადაწვდებოდა, მაგრამ გუნებაში ნიშანდობლივად მოეჩვენებოდა, მაინცდამაინც იმის ძეგლს რომ უნდა შესწიროდა ბუნების მომხიბლავი სურათი, არამცთუ დამაზიანებელი კაცის ნახელავისა, არამედ განუყრელიც კი მისთვისმაგრამ გაყრიდნენ, გააქრობდნენ, მხოლოდღა მწერლის ხსოვნაში ჩატოვებდნენ… 

და იდგებოდა ქანდაკება მოწმენდილ ამინდში ლაჟვარდოვანი ცის ფონზე

და აღარ იშრიალებდა მის გვერდით სამი უცნაური და ულამაზესი ფიჭვი.

ბედად მწერალი უნდა გადაწყდომოდათ და დღიურში მაინც შემოენახა მათი შრიალი, მწერალი, რომელიც ვერ იჯერებდა და ვერც დაიჯერებდა გიორგი სააკაძის შარავანდედისას… 

თემები