მეცნიერება
,,სათოთხმეტაპრილო” ფიქრები
14 აპრილი ქართული ენის დღედ იქნა გამცხადებული მე-20 საუკუნის 80-იან წლებში.
ფაქტია: ამ ეროვნული მნიშვნელობის დღედ 14 აპრილის შერჩევა 1978 წლის აპრილის მოვლენებს უკავშირდება…
ქართული ენის დღის დაწესების იდეის ავტორი აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა იყო. ასე ფიქრობდა მეცნიერი: „ამ დღეს შევაჯამებდით, რა გაკეთდა ქართული ენის კვლევისთვის რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევითსა და სამეცნიერო-პედაგოგიურ დაწესებულებებში… სალიტერატურო ენის ნორმათა სახელმწიფო კომისიაში, რადიოსა და ტელევიზიაში – ნორმათა დანერგვის მხრივ… რა გაკეთდა ქართველი კლასკოსების ნაწარმოებთა მასობრივი გამოცემების მხრივ… და ასე შემდეგ…“
რატომ გავიხსენე ეს? დღე დაწესდა, მაგრამ იდეით გაცხადებული შინაარსი ვერ ჩავდეთ მასში და ეს დღეც ისეთივე უშინაარსო და ტრაფარეტულ დღედ ვაქციეთ, როგორიც იყო იმ დროის „მელიორატორისა“ თუ „ვაჭრობის მუშაკის“ დღე…
დიახ, ქართული ენის დღეს გამოეცალა შინაარსი, აზრი და მიზანი…
ამის შემდეგ კი რა ხდება?
ქართული ენის დღე სათოთხმეტაპრილოდ გვახსენდება მხოლოდ… ტელევიზიებმა შეიძლება თითო მოკლე სიუჟეტი მიუძღვანან; 1978 წლის მოვლენების რომელიმე მონაწილე გაიხსენებს, იმ დროს როგორ „იომა“ (დღეს ყველა „გმირია“!..)… და დაველოდებით მომავალი წლის 14 აპრილს…
ნუ მკითხავთ, სხვა რა გვინდაო… მოგახსენებთ: 14 აპრილიდან 14 აპრილამდე გაკეთდა რაიმე სახელმწიფო ენის სასიკეთოდ თუნდაც კულტურის, განათლების ან მეცნიერების სფეროში?.. – ვერ ვიხსენებ…
შვიდი წლის წინ მიიღო პარლამენტმა „საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ“…ვის შეუძლია მითხრას, რა შეიცვალა ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში ქართული ენის სასიკეთოდ?.. ამ კანონის არსებობის დადებით შედეგებს გრძნობთ?.. მე მიჭირს გახსენება…
წინა ხელისუფლებამ გააუქმა ენის სახელმწიფო პალატა. ახალ კანონში ჩაიდო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნის იდეა – ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი კანონის აღსრულებისა… მეხუთე წელია, არსებობს ეს დეპარტამენტი… მაგრამ… დიახ, მაგრამ ან სახელმწიფო ენამ, ან სახელმწიფომ, ან ამ სახელმწიფოს მაცხოვრებელმა ამ დეპარტამენტის არსებობა იგრძნო? ჩემს კოლეგებს დეპარტამენტიდან ნუ გააღიზიანებს, რაც ვთქვი… მოდით, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ვკითხოთ ქუჩაში ჩვენს მოქალაქეებს, რა იციან „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის“ არსებობისა და საქმინობის შესახებ; მერე ისიც ვკითხოთ, ახსოვთ თუ არა „ენისპალატა“ და ვინ იყო ლევან ღვინჯილია (პალატა გააუქმეს თვრამეტი წლის წინათ!)… ღირს დროის კარგვა ამგვარ ექსპერიმენტებზე?… თავად დეპარტამერნტის წევრებს ვეკითხები…
ცალკე თემაა ქართული ენა პრესაში, ტელევიზიაში… კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში…
ამას წინათ დამჭირდა და გავიხსენე: ლევან ბრეგაძე წერდა ამ ოციოდე წლის წინათ: „ამ ბოლოდროს მასმედიის ენას ისეთი შეცდომები მოეძალა, წინათ რომ ძალზე იშვიათად ან სრულიად არგვხვდებოდა“… „ოცი–ოცდაათი წლის წინ ასეთიშეცდომები მხოლოდ უბირ, წიგნთან მეტისმეტადმწყრალად მყოფ ადამიანებს მოსდიოდათო…“ როგორ ფიქრობთ, ამის დაწერიდან დღემდე უკეთესობისკენ გადაიდგა ნაბიჯი? მე ვერ ვგრძნობ… პირიქით მგონია…
თუმცა მარტო მე არ მგონია ასე… აი, რა ბრძანაილია მეორემ გასულ წელს სააღდგომო ეპისტოლეში: „მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებულინორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადა სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონისდაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვისსაფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნებისჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობებიგამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული…“
თქვა ვინმემ, არააო მართალი ასეთი შეფასება? – მე არ წამიკითხავს, არც მომისმენია…
რას ნიშნავს „განათლების დონის დაცემამიზანმიმართულად“? ეგ ხომ უმძიმესი ბრალდებაა? და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, „ბრალმდებელი“ ვინ არის, ვერ ყოფილა საქმე საიმედოდ…
ამ „ბრალდებაზე“ განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს პასუხი არ უნდა გაეცათ? და თუ ეთანხმებიან, გამოსასწორებლად რა იღონეს? დაისახა რაიმე ღონისძიება მდგომარეობის შესაცვლელად? – არც ეს გამიგია.. იქნებ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას და ვერ ვიგებ, რა ხდება?…
და ასე შემდეგ… და ასე შემდეგ… და ასე შემდეგ…
არ იფიქროთ, სათოთხმეტაპრილოდ გაგვახსენდა ყოველივე ეს… არა, ბატონო, მაგრამ რად გინდა, ყურად იღო ვინმემ?
იქ, სადაც უნდა მოისმინონ და იფიქრონ მდგომარეობის გამოსწორებაზე ერთი მტკიცე პრინციპი მუშაობს:
„წაყრუება მომგებიანი პოზააო“!… – და ეწირება დედაენის ინტერესები ამ „პრინციპს“…
და მაინც: იმედით შევხედოთ მომავალს და მივულოცოთ ერთმანეთს დედაენის დღე!..
მომავალ თოთხმეტ აპრილამდე!..