ბაია კოღუაშვილი რუბრიკა ესთეტში

,,ქართული კულტურის” რუბრიკა ესთეტის 2022 წლის აპრილის სტუმარია პროფესორი, ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი ბაია კოღუაშვილი.

ჩემი სტილის მახასიათებელიე ელემენტია რაფინირებული, დახვეწილი, მაღალი ესთეტიკა, კლასიკა,

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი: მ. პაიჭაძის წიგნი ,,ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოსა და თეატრის სცენაზე“. გუჩის დაბალძირიანი, კომფორტული, დახვეწილი ფეხსაცმელი.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ ახალი ტელეფონიa, (არსებული მთლიანად გამოვიდა წყობიდან, თორემ არ გამოვცვლიდი).

ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი: კლიმტი ან მოდილიანი.

პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს. დამატენიანებელია.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია ბრილიანტის საყურეებია.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია მამას ნაჩუქარი საყურეებია ქორწილზე.

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი: მუსიკის მოსმენა, სიმღერა,ინტელექტუალურ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა, ზღვა. მეგობრები და რაც უმთავრესია, ჩემი შვილების, შვილიშვილების და საყვარელ ადამიანების გარემოცვა…. 

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება: #ერთადუკეთესია

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი: სასტუმრო ,,ლიცი

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები: პარიზი და ჩემი სამშობლო, ქუთაისი..

ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი მშობლების ნაჩუქარი ყელსაბამი და საყურეები.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი ხაჭოს პასკა იყო.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: პარიზში.

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა: ბეთჰოვენის მოგვიანო პერიოდის კვარტეტები

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: თემურ კობახიძე..1920-იანი წლების მაღალი მოდერნიზმის ესთეტიკა და ტომას სტერნზ ელიოტი… ზ.ქარუმიძე: ,,ჯაზის ცხოვრება“

ახლა ვკითხულობ დოქტოროუს “რეგთაიმი“

ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია: ორს დავასახელებ, შანელი და ოდრი ჰერბერნი.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე: იყავი ყოველთვის ის, ვინც ხარ.

თემები