ქართული პოპმუსიკა და შოუბიზნესის 30 წელი – ნაწილი მეორე
ნინო გუგეშაშვილი

სხვადასხვა ჟანრის მოყვარულები და გულშემატკივრები სხვადასხვა კუთხით, თითქოს სხვადასხვა სექტორიდან ხედავენ 90-იანი წლების სცენას: ზოგისთვის ეს იყო ქართული ალტერნატიული მუსიკის აყვავების ხანა; უფრო მსუბუქი მუსიკის მოყვარულებისა და წარმომადგენლებისთვისქართული შოუბიზნესის დაბადების და მათი ნოსტალგიური მოგონებების წლები; დიდი საბჭოთა ესტრადისთვისმინავლების ფაზა; ჰიპჰოპის მოყვარულებისთვისეს ქართული ჰიპჰოპის დროა და .. უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ერთად იყო. თავისუფლება მაინც თავისუფლებაა, თუნდაც არასრულფასოვანი და ბოლომდე ვერმოპოვებული – 90-იანი წლებიდან ახალი მუსიკალური ველი არნახულად აჭრელდა. მაგრამ ეს სიჭრელე არ იყო ლაღი მინდვრების და ცისარტყელების ფერთა უზრუნველი და უღრუბლო ციალი. ეს იყო, ერთი შეხედვით პარადოქსული, სიჭრელე ბნელში, სიცივეში და შიმშილშიწითელი, მწვანე, ლურჯი და ტყვიისფერი ნავთქურების ჭვარტლდაკრული სიჭრელეწინააღმდეგობრივი, შეუფუთავი, თან უსახო და უგემური, მაგრამ მაინც როგორღაც მოხერხებული და შეკოწიწებული ხელმოკლეობის კვალობაზე, როგორც ის კერძები, იმ ინგრედიენტებისგან რომ ვამზადებდით, რაც გაგვაჩნდა და რასაც მოვიხელთებდით.

ამავე დროს ჩნდება რამდენიმე გადაცემა და არხი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ახალ ქართულ ჯგუფებს და შემსრულებლებს: დარეჯან გულიაშვილის გადაცემა საქართველოს პირველი რადიოს არხზეროკი ნაშუაღამევს“, ტელევიზიის მეორე არხის გადაცემები, სერგი გვარჯალაძის „Showbiz დაიჯესტი“, ლადო ბურდულისოქროს ბიბილო“, გადაცემები  „პირველი დუბლი“, „როკსიტი“, ასევე სერგი გვარჯალაძისკომუნიკატორისაქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე.

90-იანი წლების ბოლოს ლადო ბურდულის ინიციატივით თბილისში რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

ასევე გაიმართა ფესტივალიგულანშარო“, რომლის ერთერთი გამარჯვებული ჯგუფიმთვარის კლუბიგახდა; აქვე ვიტყვი, რომმთვარის კლუბმაერთერთმა პირველმა შექმნა მუსიკალური კლუბი („მთვარის კლუბი“), რომლის ბაზაზეც რამდენიმე ჯგუფი უკრავდა და ოსტატდებოდა. მათ შორის – „ზუმბალენდი“, „ინსაითი“, „33 “, „აუტსაიდერიდა სხვა მეტნაკლებად ცნობილი ჯგუფები, თუ მათი თაყვანისმცემლები, გააერთიანა ამ კლუბმა 90-ანი წლების მეორე ნახევარში.

1996 წლის ივნისში, ვაკის პარკში, ფესტივალიმარგარიტაჩატარდა,უამრავი ახალი ჯგუფის მონაწილეობით. ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარეც ევგენი მაჭავარიანი იყო, ფესტივალის საუკეთესო ალტერნატიულ ჯგუფად „აუტსაიდერი“ დაასახელა.

მართალია, ქართული ჯგუფების დიდ უმრავლესობას აშკარად აჩნდა რამდენიმე დასავლური, თუ რუსული ჯგუფისBauhaus, The Cure, Roxy Music, Bob Marley “Звуки Му”, “Кино”, “Аквариум”  – გავლენის კვალი, მაგრამ ეს მაინც იყო ახალი მუსიკა, ახალ ქართულ რეალობაზე, რომელსაც ბევრი მსმენელი ჰყავდა და რომელიც განვითარების და უფრო დიდ დამოუკიდებელ მოძრაობად ქცევის იმედს იძლეოდა.

90-იან წლებში ქართველ როკშემსრულებელთა პირველი ალბომებიც გამოვიდა: 1991 წელს ჯგუფიღამურებიიწერს თავის პირველ  ალბომს Live In Telavi; 1992 წელს მოსკოვშიაუტსაიდერისვინილის ფირფიტა Inside გამოდის; ასევე 1992 წელს ფირმამელოდიაშიჩაიწერა ჯგუფპრიზისალბომიღამის ქალაქი“; 1993 წლის ნოემბერშიკვლავღამურებისმეორე ალბომიდირიჟორისტუდიამელოდიაში“; ამავე წელს გერმანიაში, კიოლნში მაგნიტოალბომი „Svan Songs“ ჩაწერა ირაკლი ჩარკვიანმა

ალტერნატიული როკის პარალელურად თანდათან გამოიკვეთა ახალი ქართული მსუბუქი მუსიკა, რომელიც, ფაქტობრივად, საბჭოთა ესტრადის მემკვიდრე და გაგრძელება იყო, თუმცა საბჭოთა საპროდიუსერო სისტემისგან გათავისუფლებულს, ახლა მას თვითონ უწევდა თავის გატანა, რაც მისთვის კარგიც იყო და ცუდიც. კარგი იყო თავისუფლება, რაც ზოგადადკარგია, მაგრამ ცუდი იყო თავისუფლების გამოყენების გამოუცდელობა. მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები თავისი თავის, სამეგობრო წრეების და ნაწილობრივ, ძველი კავშირების ამარა დარჩნენესტრადა ხომ მაინც კოლექტიური შემოქმედების ფორმა და ნაყოფიაერთი წერს მუსიკას, მეორეტექსტს, მესამე (ჯგუფურად ან ინდივიდუალურად) – არანჟირებას აკეთებს, მეოთხე მღერის, მეხუთე უკრავს და .. იმ მაღალპროფესიონალური ფილტრის მოხსნის შემდეგ, რასაც თუნდაც ტექსტებზე და მუსიკაზე აწესებდა საბჭოთა ესტრადა, როცა სიმღერა პროფესიონალი კომპოზიტორის და პოეტის თანამშრომლობით იქმნებოდა, მსუბუქი მუსიკის ახალი შემსრულებლები სრულ ქაოსში აღმოჩნდნენალტერნატიული მუსიკოსებისგან განსხვავებით, თავიანთი სათქმელი დიდად არაწვებოდათ“, ესტრადისთვის ტრადიციულ თემებზე რაღაც ახალის დაწერა და თქმა კი თითქმის შეუძლებელი იყო (ყოველ შემთხვევაში, დიდი ოსტატობის გარეშე). მოკლედ, შედეგად მივიღეთ ის, რომ ეთერი აივსო გაუთავებელიმენატრებიმაგონდებიზღვის პირას გელოდებისევდას ვეღარ ვერევინაკადით, სადაც სიმღერები ერთმანეთისგან თითქმის აღარ განირჩეოდა. ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ახალახალივარსკვლავები“, დუეტები, ტრიოები, ბოიბენდები, გელბენდები, რომლებსაც უსასრულოდ ატრიალებდნენ, იმ პერიოდისთვის ერთმანეთის მიყოლებით გახსნილი, ახალი ტელე თუ რადიოარხები.

ამვარსკვლავებისდა მათი ფანების საქმიანობას და ურთიერთობას აქტიურად აშუქებდა ახალგაზრდული ჟურნალივარსკვლავები“, რომელიც 1996 წელს დააარსა ბესიკ ჩუბინიძემ.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული შოუბიზნესის ნიშნები ამ პერიოდში ნამდვილად გამოიკვეთა თუნდაც იმით, რომ ამ შემსრულებელთაგან ზოგიერთითამუნა ამონაშვილი, მაია ყარყარაშვილი, ქეთი მერკვილაძე, ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, სტეფანე მღებრიშვილი, “ქუჩის ბიჭები“, „სახე“, „სეიშენიდა სხვებიხან ჯგუფურად და ხანაც ცალკე, ახერხებდა საკმაოდ მოზრდილი სივრცეების, სპორტის სასახლის და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ავსებას, ბილეთების გაყიდვას.

ისიც უნდა ითქვას, რომ მსუბუქი მუსიკის შემსრულებლებმა შეძლეს ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებისაგან მსმენელის იმ ნაწილისწართმევა“, რომელიც დიდად არ დაგიდევდათ, მუსიკა ცოცხალი იყო თუ ფონოგრამული, ტექსტი აზრიანი იყო თუ უაზრო, რომლისთვისაც მთავარი იყო, დრო სადმე ახალგაზრდულ, „კაი პონტშიგაეტარებინა შეყვარებულთან ან მეგობრებთან ერთად, ეცეკვა, მოელხინა. მათთვის მსუბუქი მუსიკის კონცერტები იყო გაცილებით უფროდავარცხნილი“, სანახაობრივი, სადაცვარსკვლავებიჩაცმულობით და გარეგნული ფორმითაც ცდილობდნენ გარკვეული სტანდარტის დაცვას , მაყურებლის მიზიდვას და აკუსტიკური თვალსაზრისითაც ყველაფერი უფრო სუფთა იყო, ალტერნატიული ბენდების თავყრილობებისგან განსხვავებით, სადაც ხშირად თითქმის არაფერი ისმოდა გაბმული დისტორშენისა და ალაგალაგ ხრინწიანი შეძახილების გარდა, სადაც ხშირად პროვოცირებული ან ბუნებრივი ჩხუბიც ატყდებოდა ხოლმე, სადაც მთელი ათწლეულის განმავლობაში არც უზრუნიათ (გამონაკლისი შემსრულებლების გარდაიმიჯის, თუ აკუსტიკური ხარისხის გაუმჯობესებასა და შოუბიზნესის რაღაც სტანდარტებთან დაახლოებაზე. ჩემი აზრით, ამ და სხვა მიზეზების გამო, იმ პერიოდის ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთგვარად შეუფუთავირაღაც ნახევარფაბრიკატის  სახით დარჩა, თუმცა ის დროში კიდევ მუშაობს და იმუშავებს, ივსებს თავის თავს და ავსებს მის ბაზაზე დაშენებულ მუსიკალურ მოვლენებს.

როცა ჟანრობრივ სიჭრელეზე ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ  ამ პერიოდში, 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული მძიმე როკს უკრავდნენ ჯგუფებიმემენტო მორი“, „მძიმე ჯვარი“, „ბეთლემი“, „ოკეანე“  და სხვები.

ამავე პერიოდში გამოჩნდნენ ქართველი რეპის და ჰიპჰოპის  შემსრულებლები უცნაური სახელებითბაჯუ, კაბუ, ბებერი, შავი პრინციჯოკერი, ბედინა, ჯგუფიექსცესი“, ჯგუფინაიჯი“, ლექსსენი, ძებნილები და ჯერონიმოუფრო მოგვიანებით და დღემდემასტერი, ძვალი, ბერა და სხვა ჰიპჰოპ შემსრულებლები მეტნაკლები სიმწვავით თუ გულწრფელობით ახერხებდნენ და ახერხებენ ამ ჟანრის დანერგვას, განვითარებას და შენარჩუნებას.

ორიგინალური შოუებით, სასცენო იმიჯით და საავტორო სიმღერებით გამოჩნდაუცნობი“ – გია გაჩეჩილაძე.

პარალელურად როკჯგუფები კვლავ აგრძელებენ დაკვრას და ალბომების გამოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ როკმოძრაობამ თავდაპირველი მუხტი და სიმწვავე დაკარგა.

90-იანი წლების ბოლოს გამოვიდავაკის პარკისორი ალბომი – “მე და შენორნი“ (1997), „დაბლამაღლა“ (1999); ჯგუფწერილის“ – „უძირო გზა“ (1997);

 2001 წელს – Soft Eject-ის პირველი სტუდიური ალბომი – Wanderer;

2003 წელსკვლავვაკის პარკისალბომიახალი დღე“, საიდანაც ერთერთი კომპოზიცია, „ბრძოლა წესების გარეშესაკმაოდ პოპულარული გახდა.

2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ კვლავ ახალი ჯგუფები –  „The Young Georgian Lolitaz“, „Водка Втроем“, „შუქი მოვიდა“ – ქართულფრანგული პანკჯგუფი, რომლის  შემქმნელი და ფრონტმენი წარმოშობით ფრანგი ფრედი პაიანი იყო

2002 წელს ბადრი პატარკაციშვილმა საპროდიუსერო კომპანია  ART-იმედი ჩამოაყალიბა. ცენტრმა გააერთიანა მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები მათი პრომოუშენის და ახალი ქართული შოუბიზნესის შექმნის მიზნით. სულ რამდენიმე ღონისძიების შემდეგ, რომელთა შორის იყო გია ყანჩელის მუსიკის საღამო ნატო მეტონიძის და სხვა მუსიკოსების მონაწილეობით, ცენტრი გაკოტრდა და დაიხურა. მიზეზების ანალიზი შორს  წაგვიყვანს, მე ვიტყოდი, რომ  ეს საქმეც დავიწყეთ ევროპულად და დავამთავრეთ ქართულად. ყოველ შემთხვევაში, ცენტრის დახურვის ერთერთ ოფიციალურ მიზეზად თანხების არასწორი გადანაწილება დასახელდაკომპანიაში გაერთიანებულ უამრავ მომღერალს უხდიდნენ ხელფასს და უფარავდნენ სხვადასხვა ხარჯებს, მათი კონცერტებიდან კი თითქმის არაფერი შემოდიოდა.

როგორც კი ახალმა მუსიკალურმა სცენამ გარკვეული სახე შეიძინა და ხელისუფლებაც თანდათან გონს მოეგო დიდი პოლიტიკური რყევების შემდეგ, მუსიკოსებით მაშინვე დაინტერესდნენ პოლიტიკოსები, თუმცა მანამდეც შესამჩნევი იყო თუნდაც სპონტანური და არაორგანიზებული კონცერტებისადმი ყურადღება და კონტროლის დამყარების სურვილი გავლენიანი წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოს გამოვიდა წინასაარჩევნო ჰიტიგიხაროდენ“, რომელიც ედუარდ შევარდნაძისმოქალაქეთა კავშირისმხარდასაჭერად ჩაწერა ძველი თუ ახალი თაობის მუსიკოსების დიდმა ჯგუფმა.  „ვარდების რევოლუციისწინა წვიმიან დღეებში, დიდი მიტინგების მინავლებისას, მიტინგების ორგანიზატორებმა რამდენიმე ცოცხალი მუსიკოსი დაიხმარეს, რომელთაგან ზოგი ალბათ გულწრფელად უერთდებოდა დიდ საპროტესტო ტალღას, რადგან ხალხში და მთელ ქვეყანაში ცვლილებების მოთხოვნილება აშკარად იგრძნობოდა. „ვარდების რევოლუციისგამარჯვებიდან სულ ცოტა ხანში, ინაუგურაციის შემდეგ, უკვე ისმოდაწვიმის მუსიკოსებისსაყვედურები, რომ ინაუგურაციის საზეიმო კონცერტზე ისინი არ მიიწვიეს. თუმცა დროთა განმავლობაში  ახალმა ხელისუფლებამაც დაიწყო არა მხოლოდ როკის, არამედ ყველა ჟანრის წარმომადგენლებიდან ერთგულ და საიმედო ხელოვანთა შემოკრება თავის ირგვლივ, შექმნა თავისი დასაყრდენი ელიტა, ზოგი მათგანი საკმაოდ გულუხვი საჩუქრებითაც დააჯილდოვა სიმბოლურ ფასად გადაცემული ძვირადღირებული სტუდიების, საკონცერტო სივრცეების თუ სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზატორობის სახით. ამ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში, ასევე ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული მედიასაშუალებების ხელშეწყობით უნდა შექმნილიყო და იქმნებოდა კიდევაც საყოველთაო ბედნიერებისა და განუხრელი წინსვლის სურათი, იწერებოდა ხელისუფალთა სახოტბო სიმღერები, სატელევიზიო ეთერი და ცოცხალი კონცერტები იფილტრებოდა არასანდო, უმართავი, რეალური პროტესტის მატარებელი პირებისგან. საოცარი ის იყო, რომ ამ ყველაფერში უკვე ჩემი თაობისთავისუფალიმუსიკოსებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ უწევდათ ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რასაც უკვე თვითონვე აკეთებდნენ, როგორც კი აღმოჩნდნენ დიდი თუ პატარა კულტურული მოვლენის თუ სტრუქტურის მართვის სათავეებთან. იყო ხოლმე შემთხვევები, როცა როკფესტივალში მონაწილეობაზე ცნობილ როკშემსრულებელს ეუბნებოდნენკულტურულუარს, სამაგიეროდსაიმედო წრიდანშერჩეულ, მსუბუქზე მსუბუქი ჟანრის წარმომადგენლებს მოარგებდნენ როკერის იმიჯს და კვლავ გაისმოდა ჩვეულებრივიკომკავშირული როკისნიმუშები ენერგიულ ცხოვრებაზე და აბდაუბდა სიყვარულზე. ასევე მოხდა სხვა ჟანრებშიც, რომლებიც თავისი ბუნებით და წარმოშობით თავისთავად სოციალურ პროტესტთან ასოცირდება: გამსუბუქდა და დატკბა რეპი, რეგი. მახსოვს, ერთერთი რეგეი ჯგუფის წევრებმა თავიანთი ახალი პროექტის დაანონსებისას სატელევიზიო ეთერით აგვიხსნეს: მართალია, რეგი ძირითადად საპროტესტო მუსიკაა, მაგრამ ჩვენი რეგი სიყვარულზე და ჩახუტებაზეაო. ზოგი მუსიკოსი თვითონ ჩამოშორდა ამ ვითარებას, ზოგი ჩამოაშორეს, ზოგმა უფრო დიდი ხნის წინ იგრძნო, რომ სრულ თავისუფლებამდე სულ ცოტა, მოსეს 40 წელი მოუწევდა ლოდინი და ბევრად უფრო ადრე დატოვა ქვეყანა.

პოლიტიკოსების დამოკიდებულებამ, სახელმწიფოს მხრიდან არაჯანსაღმა ჩარევამ და პოლიტიკურ ნიადაგზე საზოგადოების პოლარიზებამ დიდი როლი ითამაშა ჯანსაღი მუსიკალური პროცესების ჩაფლავებაში, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ხელოვანთა დიდი ნაწილიც ადვილად მიექანებოდა აქეთკენ და წლიდან წლამდე ცდილობდა, რომელიმე გავლენიან წრეს მიკედლებოდაპოსტსაბჭოთა სივრცეში და ტრადიციებში სხვაგვარი არსებობა ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო და პოლიტიკური ძალები არც ტოვებდნენ სხვაგვარად არსებობის სივრცეს.

2004 წელს მუსიკოს ზაზა კორინთელის ინიციატივით დაარსდა ეთნო ფესტივალიარტგენი“, სადაც ყოველწლიურად ქართულ ფოლკლორულ, და არამარტო ფოლკლორულ ჯგუფებს მთელი საქართველოდან, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს თავიანთი შემოქმედების წარმოდგენის, გამოფენაგაყიდვის შესაძლებლობა ეძლევათფესტივალი ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტით და გამოფენით.

წლების განმავლობაში ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მხარდამჭერი და ერთერთი ორგანიზატორია კომპანიამიფასი“.

2000-იანი წლებიდან ელექტრონულ მუსიკას ქმნიან ნიკა მაჩაიძე, ნიკა წერეთელი, გოგი ძოძუაშვილი და სხვა არტისტები.  2007 წლის 4 დეკემბერს თბილისში, „სამეფო უბნის თეატრშიპირველი ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების – „ელექტრონავტის“ – ცერემონიალი ჩატარდა.

ახალგაზრდობის საყვარელი ფესტივალი გახდა Alter/Vision ჯგუფის მიერ მოწყობილი ალტერნატიული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელიც  2009 წლიდან თბილისში ან მის შემოგარენში ტარდება. ამ ფესტივალის რამდენიმე სცენაზე ყოველწლიურად უკრავენ და ურთიერთობენ როგორც მოწვეული, ისე ქართული ჯგუფები.

ეპოქების მიხედვით  ანალოგიური მოვლენები ვითარდებოდა ქვეყნის რეგიონებში: განსაკუთრებული აქტიურობით ქუთაისი გამოირჩეოდა, რომელმაც თანამედროვე პოპულარულ მუსიკას ბევრი შემსრულებელი, მოვლენა  და მოვლენათა თანამონაწილე აჩუქა: ჯგუფებიაუტსაიდერი“, „ბესთ ჰისთორი“, „ბუნკერი“,”არქეოპტერ X”, გოგა ჟორჟოლაძე, ბაჯუ, რეპერების მთელი პლეადა, ერეკლე დეისაძე, მუსიკოსპროდიუსერი კოტე მალანია და ბევრი სხვა სახელი. ქუთაისს იმ მხრივაც ძალიან გაუმართლა, რომ მუსიკალური კრიტიკოსი ლაშა გაბუნია ყველა იმ მოვლენის მომსწრე, მონაწილე და ნამდვილი მემატიანეა, თავისი უმდიდრესი არქივით, რომელსაც უშურველად გვაცნობს და გვიზიარებს ფოტოების, სტატიების, ინტერვიუების თუ აუდიოვიდეო ჩანაწერების სახით.

ასევე აქტიური იყო ბათუმი და აჭარის რეგიონიჯგუფებითინსაითი“, „ჩვენ“, „ბეთლემი“ (რომელიც ქედაში შეიქმნა), ვაჟა ტუღუში, ედიშერ ლომაძე, რომელმაც 2009 წელს შექმნა ექსპერიმენტული ფოლკარტროკ ჯგუფი GeoPlanet, მანამდე კი რამდენიმე ჯგუფი ჰყავდა.

სამტრედიაში უკრავდა ჯგუფილაბირინთი“;  გორში – „რკინის რაინდი“, თელავშიღამურები“, რუსთავში – „ბერიკებისდაშლის შემდეგ, ზურა ყარალაშვილმა შექმნა Imagine club, სადაც მუსიკოსთა და მელომანთა რამდენიმე თაობა გამოზარდაკიდევ ბევრი რამ ხდებოდა რეგიონებში, რომელთა შესახებ ჩვენ მწირი ინფორმაცია გვაქვს და იმედია, კიდევ ბევრ საინტერესოს გავიგებთ დროთა განმავლობაში.

აქვე ვიტყვი, რომ სასურველია, მუსიკოსებმა მოაწესრიგონ და სოციალურ ქსელში განათავსონ თავიანთი ბიოგრაფიები , მონაცემები, ოღონდ ისე, რომ ობიექტურობის გრძნობა არ დაკარგონ, რათა ეს მონაცემები რეალობას შეესაბამებოდეს, თორემ ერთერთი მუსიკოსის ვიკიპედიაში შევიხედე ცოტა ხნის წინ და, რომ არ იყოს ჩემი თანამედროვე და არ ვიცნობდე ამ პროცესებს, სამყაროც მისი შექმნილი მეგონებოდა.

90-იანი წლებიდან მოყოლებულიპრესაში, რადიოტელევიზიასა თუ სოციალურ ქსელში მუსიკალურ მოვლენებს სისტემატურად გვაცნობდნენ და გვაცნობენ ბიძინა მაყაშვილი, ლაშა გაბუნია, გია ხადური, კახა თოლორდავა, სანდრო ცქიტიშვილი, სერგი გვარჯალაძე და სხვა ჟურნალისტები.

ბოლო წლებში სატელევიზიო არხებზე უხვად ტარდება სხვადასხვა მუსიკალური მეგაშოუები, სადაც გამოჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდები კარგი ვოკალური მონაცემებით, რომლებიც ისმენენ ათასნაირ სახოტბო შეფასებას და იმედისმომცემ დაპირებას ჟიურის წევრებისგან, თუმცა მეგაშოუს დამთავრების შემდეგ უფუნქციოდ რჩებიან და ყველაზე დიდი პერსპექტივა, რაც ამის შემდეგ უჩნდებათ, ეს არის, მონაწილეობა კიდევ სხვა მეგაშოუში, კორპორატიულ საღამოებში, ან იმ ტელევიზიის, იმ შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი რომელიმე მიტინგისა თუ აქციის მუსიკალურ პროგრამაში, რაც უმეტესწილად, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და რომელიმე პოლიტიკური ძალის უნებლიე მხარდამჭერებად აქცევს მათ.

ზოგჯერ სატელევიზიო მეგაშოუებში როკშემსრულებლებიც მონაწილეობენ, მაგალითად, ასეთი შემთხვევები ჰქონდათლაბირინთს“, „ალუბალს“, „პულსს“, ლევან ბეიტრიშვილს, Vanilla Cage, თორნიკე ყიფიანს. ამ უკანასკნელმა ორ მეგაშოუში გაიმარჯვა და 2020-ში საქართველო უნდა წარედგინა ევროვიზიის კონკურსზე, სადაც 2007 წლიდან  მონაწილეობენ ქართველი მომღერლები. თუმცა, პანდემიის გამო, ეს სეზონი გადაიდო და, როგორც ცნობილია, შემდეგ ევროვიზიაზე კვლავ თორნიკე ყიფიანი წარადგენს საქართველოს საკუთარი სიმღერით.

ამ ყველაფრიდან, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, რას შეიძლება ეწოდოს შოუბიზნესი? თუ შოუბიზნესის კლასიკური გაგებით  მივუდგებით, რაც გულისხმობს გართობის ინდუსტრიაში კომერციულ საქმიანობას, რომელსაც მოაქვს არტისტისთვის გარკვეული შემოსავალი, ბუნებრივია, პირველი, რაც აზრად მოგვივა, არის ის, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ პატარაა დიდი შოუბიზნესისთვის. ევროპელი, ამერიკელი ან თუნდაც რუსი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ქართულ შოუბიზნესს არ ჰყავს თავისი ხელოვნებით გამდიდრებული არტისტები. ჩვენი ზოგიერთი ვარსკვლავი ხანდახან ცდილობს, რომ სატელევიზიო სიუჟეტებში, უცხოელი ვარსკვლავების მსგავსად, მდიდრულ ინტერიერებში გამოგვეცხადოს, საცურაო აუზებით, იახტებით ან უთვალავსართულიანი და ოთახიანი სახლებით, მაგრამ საქართველოში ყველამ იცის, რომ ეს ან გავლენიანი ახლობლის, ან მდიდარი მამის, ან მეუღლის სულ სხვა ბიზნესით ნაშოვნი ქონებაა; არის შემთხვევები, როცა ჩვენი მომღერლებიდან ზოგიერთი ცალკეული გასტროლით ან კორპორატიული მიწვევით ისრაელში, თურქეთსა თუ სხვა ქვეყანაში, სადაც ქართული  სათვისტომო შედარებით მრავალრიცხოვანია, პერიოდულად ჩადის და ბრუნდება შედარებით სოლიდური ჰონორარით, რითაც ერთხანს თავს ირჩენს და იმიჯს ინარჩუნებს; ბოლო წლებში, COVID 19-ის ეპიდემიის გავრცელებამდე, ჩვენთან ყვაოდა სარესტორნო ბიზნესი, სადაც საკონცერტო სივრცეებიდან გადაინაცვლეს ჩვენმა მომღერლებმა და ბოლო დროს მომრავლებულმა მრავალწევრიანმა ეთნოჯგუფებმა უამრავი ფანდურებით, დოლებით, ჩაფებით და დოქებით, ასევე ჯაზკლუბებში გადაინაცვლეს ჯაზის შემსრულებლებმა და როკკლუბებში როკჯგუფებმა, რომლებიც, ძირითადად უცხოური ჰიტების ქავერვერსიებს ასრულებდნენ. ამჟამად, პანდემიის დასრულებამდე, ვმღერით და ტაშს ვუკრავთ აივნებიდან და სახლებიდან ინტერნეტჩართვებით და, მე მგონი, ყველაზე მეტად ახლა გავხდით მსოფლიო მუსიკალური ცხოვრების ნაწილი, როცა პანდემიამ ყველა გაათანაბრა ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. ძირითადად, ესაა ჩვენი შოუბიზნესი. რამდენიმე ქართველი შემსრულებლის წარმატება უცხოეთშიმაგალითად ჯგუფ შინ“-ის გერმანიაში, ქეთი მელუასიინგლისში და რუსეთში მომღერალი ჩვენი თანამემამულეების კომერციულწარმატებები ქართულ შოუბიზნესად ვერ ჩაითვლება, რა თქმა უნდა. იყო შემთხვევები, როცა ქართველი არტისტები ავსებდნენ დარბაზებს საქართველოშივე. ამ მხრივ ანშლაგების ლიდერი, ალბათ, ანსამბლი „ივერიაა“ თავისი იუმორისტული როკ-ოპერებით,  ასევეიუმორინა“, ან თუნდაც მსუბუქი მუსიკის ის წარმომადგენლები, რომლებიც ზემოთაც ვახსენეთ, მაგრამ ამ შოუებს იმდენი მონაწილე ჰყავს და იმხელა კორდებალეტები ახლავს, რომ მათ კომერციულ მოგებაზე ლაპარაკი ძნელი იქნება, თუ დარბაზის და სხვა საკონცერტო ხარჯებსაც გავითვალისწინებთ.

2016 წელსბლექ სი არენაგაიხსნაყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში, რომელიც იტევს 10 000-მდე მაყურებელს, უზრუნველყოფილია საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობით, შეუძლია უმასპინძლოს, და მასპინძლობს კიდევაც მსოფლიო შოუბიზნესის მეგავარსკვლავებს. უკვე რამდენიმე ქართველმა შემსრულებელმაც გამართა კონცერტი ამ გრანდიოზულ სივრცეში.

მინდა აქ ისიც დავაფიქსირო, რომ ამ ბოლო წლებში თანამედროვე პოპულარული მუსიკის რამდენიმე წარმომადგენელი ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდანგარდაიცვალა ბაჩი ქიტიაშვილი, თემურ ხინთიბიძე, უჩა ჩაჩხიანი, ირაკლი ჩარკვიანი, შავი პრინცი, გრინჩი

დღეს, როცა სოციალური ქსელის და საკუთარი არხების მართვის შესაძლებლობა  მუსიკოსებს განუზომლად დიდ შანსებს აძლევს, ახალგაზრდებს აქვთ დიდი არჩევანი მოისმინონ და შექმნან ის, რაც უნდათ. ისინი კვლავ უსმენენ როკსქართულ ჯგუფებს, Bedford Fall, „პულსს“, LOUDspeakers , „დაგდაგანს“, უსმენენკაიაკატასექსპერიმენტულ ჰიპჰოპს, უსმენენ ელექტრონულ მუსიკას –  მამუკა ცხადაიას, სასცენო სახელით Hamatsuki, ირაკლი დანელიას (Yanamaste), პაპუნა ჭუმბურიძეს (Papuna), უსმენენ ავტორშემსრულებელ ბაჩო ჯიქიძეს, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო ტექსტებს პოულობენ, უსმენენ ბევრ სხვა წინა თუ ახალი თაობის შემსრულებელს სოციალურ ქსელში და  ალტერნატიულ სივრცეებში – „სფეისჰოლში“, კუს ტბაზე, „ფაბრიკაში“, „დივანში“, „ხიდზედა სხვა კლუბებში.

სტატიას, რომლის პირველი ნაწილი, თუ გახსოვთ, დავიწყე იმით, რომ თუ პირად სიმპათიებზე ვილაპარაკებთ, შეიძლება ვთქვა, რომ ქართული შოუბიზნესი არ არსებობს, ვამთავრებ იმით, რომ ძალიანაც ბევრი რამე არსებობს და ბევრი რამ მოხდა ქართულ პოპულარულ მუსიკაში. და იმაში, რაც მოხდა, ჩადებულია ძალიან ბევრი ადამიანის შრომა, მცდელობა, ნიჭი და სიცოცხლე. კიდევ ძალიან ბევრი დარჩა სათქმელი. პირად სიმპათიებზე რომ ვწერდე, ალბათ ამ მიმოხილვიდან ცხრა მეათედს ამოვიღებდი, ან ბევრ რამეს უფრო მწვავედ დავწერდი, მაგრამ ეს სტატია ხომ ამაზე არ არის.

მთელი ამ ახალი შესაძლებლობების და იმ გზის გათვალისწინებით, რაც თანამედროვე ქართულმა მუსიკამ გამოიარა, იმ საზღვრების და ბარიერების მორღვევის გათვალისწინებით, რომლებიც სოციალური ქსელის არსებობამ მოშალა, იმ ინტერესის გათვალისწინებით, რასაც უცხოელი მსმენელი იჩენს ქართული ეგზოტიკური მუსიკის მიმართ, მე ვფიქრობ, წინ საინტერესო ამბები გველის, პანდემიით თუ უპანდემიოდმუსიკას ვერ უბრძანებ დარჩეს სახლში.

 

თემები