ესთეტი
მანანა კაზაკოვა რუბრიკა “ესთეტში”
“ქართული კულტურის” რუბრიკა ესთეტის 2020 წლის აგვისტოს სტუმარია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი მანანა კაზაკოვა.
ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია…თავისუფალების შეგრძნება.
ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი ლეკვია.
ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ… სამკაულს, ქართველი დიზაინერის.
ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი: იკა ახვლედიანი.
პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს… მოვლის ატრიბუტიკაში შედის თუ არა არ ვიცი, მაგრამ სუნამოა, რომელიც მუდამ თან დამაქვს.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია… ბევრი რამ… ყოველთვის ვფიქრობ ვის რა გაუხარდება და ვცდილობ გამოვიცნო.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია… ჩემი შვილი და თუ მატერიალურს ვიტყვი ალბათ საათია.
საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე… ფეხსაცმელი.
ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი… შოპაჰოლიზმი.
ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება ფლაბერი.
დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი გვანაჰატო, მექსიკაა.
ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები… იტალია, ბოლონია.
ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი… სუნამო.
ბოლო შთამბეჭდავი კერძი… ხშირად ვიგონებ ხოლმე კერძებს. ძირითადად სოკოთი და ხორცით.
რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: იტალია
ბოლო მისიკალური აღმოჩენა ალბათ ელექტრონული მუსიკაა. ადრე ძალიან არ მომწონდა, ვაკრიტიკებდი. ახლა პირიქით, ძალიან მსიამოვნებს.
წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა… წიგნებს, რომელსაც კითხულობ, ყველა ასკში აღქმის თავისებური განცდა აქვს. ბავშვობაში, რაღაც წიგნზე რომ გადაირევი, ყმაწვილობისას ის შეიძლება სულაც აღარ მოგეწონოს. დგება ასაკი, როცა აღმოაჩენ, რომ წიგნის გმირზე გადაირიე და შენც მასი მიბაძვა დაიწყე. ბოლო პერიოდში რაც წავიკითხე, დიდად არც ერთი არ მომწონებია.
ახლა ვკითხულობ თანამედროვე პიესებს.
ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია… რა თქმა უნდა, მშობლები, თავდაპირველად, მშობლები მიყალიბებდნენ გემოვნებას, მირჩევდნენ რა სჯობდა ჩემთვის, დიდი გავლენაც ჰქონდათ და შემდეგ, ჩემი მეუღლე. გაგეცინებათ და ახლა ყველაფერზე მას ვთხოვ რჩევას, ვეთანხმები შენიშვნებს და ვითვალისწინებ.
ერთი რჩევა ესთეტიკაზე… მოირგეთ არა ის რაც მიღებულია, არამედ თქვენთვის მისაღები და ამით თავს იგრძნობ კომფორტულად, თავისუფლად. გააკეთეთ რემონტი თქვენი გემოვნების შესაფერისად,ნუ დაივიწყებთ, რომ იქ თქვენ უნდა იგრძნოთ თავი ბედნიერად, ჩაიცვით ის რაც არ შეგიქმნით უხერხულობას და არა ის რაც “ბრენდულია“, მოდურია იკითხეთ დიზაინერის აზრი, მაგრამ რაც არ მოგწონთ გამოხატეთ, თქვით. მე ასე ვიქცევი.