მაგდალენა შენგელია რუბრიკა “ესთეტში”
მაგდალენა შენგელია

ქართული კულტურის” რუბრიკა ესთეტის 2020 წლის მაისის სტუმარია ბრენდი “ბარნაველი”- დამფუძნებელი მაგდალენა შენგელია . ბარნაველი დღეს წარმოდგენილია კახეთის რეგიონში მეღვინეობითა და პატარა სასტუმროთი. უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთ სიახლეს შემოგვთავაზებს კულინარიული განხრით.

როგორ ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას?

სადა, სპორტულ და კომფორტულ სტილს, თუმცა არის დღეები როდესაც „ქუსლებს“ ვერ გაექცევი.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი ფიტნეს აქსესუარების ნაკრებია, კარანტინის დღეების საუკეთესო შენაძენად დავასახელებდი.

ნივთი რომლის შეძენასაც ვგეგმავ პროფესიონალური ფოტოაპარატია. ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი ჰობია.

ხელოვნების რომელ ნამუშევარს შეიძენდი… მიჭირს არჩევანის გაკეთება, რადგან სამივე მხატვრის კონკრეტული ნამუშევრები მოსვენებას არ მაძლევს: რამაზ ჩანტლაძე, თაკო მაღლაფერიძე და მემარი.

პირადი მოვლის საშუალებები, რომელიც თან მაქვს მუდამ: სახის შიმერი, თუმცა აგერ უკვე მესამე თვეა ხელის სანიტაიზერის გარეშე აღარ წარმომიდგენია ცხოვრება.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია… ვთვლი რომ საჩუქარი, სიხარულის მიმნიჭებელი ჟესტია. ყოველთვის ვცდილობ ყველა საჩუქარი რომელსაც ვჩუქნი, იყოს გამორჩეული და ადრესატისთვის შესაფერისი.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიგიღია… უამრავი საჩუქარი მიმიღია და მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა მიჭირს, თუმცა ბოლო საჩუქარი რომელმაც ძალიან გამახარა იყო ჩემი მეგობარი მეღვინის საკოლექციო ღვინოებიდან ერთ-ერთი.

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახანს ვიყიდე კედლის ჩარჩოა, რომელიც ბოლო მოგზაურობისას შევიძინე

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი… მიუხედავად იმისა, რომ ჯანქ ფუდის წინააღმდეგი ვარ „ბიგმაკ მენიუ“ არის ჩემი სისუტე, თუმცა ვცდილობ ძალიან იშვიათად მივირთვა.

ჩემი ფავოროტო აპლიკაციების სია: instagram, pinterest, ellentube, soundcloud, houzz

ეს ის აპლიკაციებია, რომელსაც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყნებ.

დაუვიწყარი ადგილი სადაც ბოლო წელს ვიყავი: სანქტ-გალენი – ეს არის პატარა ქალაქი, რომელიც შვეიცარიის აღმოსავლეთ ცენტრს წარმოადგენს, ქალაქის მთ. ღირსშესანიშნაობაა წმ. გალის სააბატო და უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც მეცხრე საუკუნით დათარიღებული წიგნები ინახება.

ადგილი რომელსაც ყოველთვის დაუბრუნდები… ესეთი ადგილი ბევრია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ლოზანას და მონტროს გამოვყოფდი. სადაც მთები, ვენახები, ულამაზესი ჟენევის ტბა ერთ სივრცეშია თავმოყრილი და გასაოცარი პეიზაჟი იშლება.

ნივთი რომელსაც ვერასოდეს შეველევი ჩემი მეგობრის მიერ ნაჩუქარი გულსაკიდია, რომელსაც არასოდეს ვიხსნი, ჩემ თილისმად მიმაჩნია და მგონია რომ დადებითი ენერგიით მავსებს.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი: ქათამი ქოქოსის სოუსში – ტაილანდური სამზარეულოდან. ზოგადად ტაილანდურ სამზარეულოს დიდ პატივს ვცემ.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს… პარიზი, პარიზი და კიდევ ერთხელ პარიზი. ქალაქი რომელიც გამოირჩევა თავისი დახვეწილი სტილით და მუდამ ახერხებს ჩემს აღფრთოვანებას.

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა გახლავთ 24 წლის ავსტრიელი პიანისტი – მაქსიმილიან კრომერი. მქონდა ბედნიერება მისთვის მომესმინა ციურიხის საკონცერტო დარბაზში, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა… ვირჯინია ვულფის – მისის დოლოვეი.

ახლა ვკითხულობ: მიშელ ვუელბეკის – კუნძულის შესაძლებლობები.

თემები