ესე ლიტერატურა
ფაზლი საკუთარ ილიადაზე!
მეორე სათაურით – რატომ ,,ვკლავდი” ილიას?!
როდესაც პირველად ილია ჭავჭავაძის ელეგია საზეპიროდ მომცეს, იქ შემზიზღდა ლექსიც პოეზიაც და თავად ილიაც.
ვერ გავიგე, ვერ ვისწავლე, ვერ დავიმახსოვრე, ვერ მივიღე-მივიღე ორიანი და სამი კვირა ეზოში არ მიშვებდნენ; ვსწავლობდი კარგად და ეს იყო პირველი მარცხი, რომელმაც მაზარალა.
ჩემთვის ილია იქ მოკვდა!
ეს(ს)ეა ეს.
ეზოდან კი ისმოდა ბედნიერი ბავშვების სიცილ-კისკისი, გადაძახილ-გადმოძახილი, ემისრები ჩემს მშობლებთან, რომ ჩავეშვით ეზოში თუმცაღა მამაჩემის უარზე მეტად ის აზრი მკლავდა, რომ მხოლოდ მე ვერ გავიგე და ვისწავლე „ელეგია“ თორემ ყველა თავისუფალი ქუჩაშია))
პატარა ვიყავი და ახლა, რომ დიდი ვარ, ლექსი, ისიც სიყვარულზე – ან თავისით ან საერთოდ არ მამახსოვრდება. მეტიც. ჩემი პირველი „შეხება“ ილიასთან სტრესული გამოდგა. უფრო სტრესული იყო „ილია უმაღლესში“, და აჩრდილივით დამსდევდა მგოსანი, მე კი თავისუფალი თემის ეგიდით გავურბოდი სადღაც შორს. ასე დაიწყო ჩემი ილიადა, ასე დავშორდით მე და ის და დავმშვიდდი.
გავიდა წლები, მეტიც ერთი საუკუნე.
უკვე დიდი ვარ, ილიას სიდიდეს მაინც ვერ ვხვდები, მაგრამ ვხვდები, რომ მასზე ცუდი ხმამაღლა არ უნდა ვთქვა და ეს(ს)ე ვართ მე და ილია.
აღმოვჩნდი არქივში, ისიც დახურულ, გრიფით „საიდუმლო“და ისიც უფროსად.
აი, მესამედ რომ გადავეყარე ილიას უკვე „მოდულში“ დავფიქრდი.
„ილია ჭავავაძის მკვლელობის სასამართლო ოთხ ტომად“- საქმის ეს სათაური წარსულიდან ბუმერანგს ჰგავდა, რომელიც პირდაპირ შუბლში მომხვდა.
მეტკინა.
დავიწყე ილიას კითხვა.
არქივში საქმეები ისე იკემსება (თუ იკერება), რომ ამ საქმის ირგვლივ რაიმე უმნიშვნელოვანესი დოკუმენეტიც კი თან ერთვის; ვხედავ, რომ ეს იყო XX საუკუნის იდეალური მკვლელობა, სწორედ ისეთი აგატა კრისტი, რომ აღწერს „აღმოსავლურ ექსპრესში“
დავიწყე კითხვა და გამიჩდა პირველი კითხვა.
ვარკვევ, რომ ილიაზე თავდასხმა პირველმა იმპერატორმა სცადა – ილია გადარჩა. მერე უკვე წინ სხვა ეპოქა და წიწამურია.
წიწამური, მთელი თავისი დრამატურგიით – ფაზლებად რომ ეწყობა – ილიას სახლში შეგზავნილი მებაღით, მეეტლით, დამლაგებლით, სამეზობლო წრით… თავისი ლაბაური, ფშავლიშვილი, ინაშვილი, მოძღვრიშვილი, ბერბიჭაშვილით მათი იარაღებითა თუ ჩვენებებით. …წიწამური ფაზლებად სწორედ სახლიდან ეწყობა და ბოლო ფაზლი ამ სურათს აკლია.
მკვლელობის თანამონაწილე ერთი, რომ მისი მეუღლე არ არის. დანარჩენი კი უკვე ჩვენებებშია… სასამართლო პროცესი, რომელიც მთელი ეპოქის ეპოქალურ მოვლენებს ენციკლოპედიურად იტევს, დაწყებული სასამართლო პროცესის თავიდან ჩატარების “სამართლიანობის აღდგენის“ მოტივს, გაგრძელებული სასამართლოზე ქართული საბჭოთა ინტელიგენციის მოწვევით და დასრულებული იმ უნიკალური 4.50 წამიანი ვიდეოგროლით, სადაც კარგად ჩანს ტოტალიტარიზმის ფორმულა. პარტია სასამართლო მედია ინტელიგენცია.
მათი ერთობა დღესაც ერთობა.
უბრალოდ იცვლება დრო და ტექნოლოგიები.
ამის პარალელურად კი ლეიტმოტივად მონოლითურად, აი როგორც მატარებელს აქვს ლიანდაგის მძიმე ხმა, ყურჩი ჩამესმის „ვინ მოკლა ილია, ვინ მოკლა ილია.. ნეტა ვინ მოკლა ილია! მახსენდება წიგნები ილიას მკვლელობაზე, ფილმები ილიას მკვლელობაზე და ლეგენდად ქცეული საწყალი ბერბიჭაშვილი „ერის სულიერი მამის“ მკვლელის დამღა რომ დაასვა მთელს საკუთარ გვარს.
ვკითხულობ ჩვენებებს, ვკითხულობ საქმის მასლებს და ვადარებ ბოლო სხდომის დოკუმენეტურ კადრებს. სადაც კარგად ჩანს სასმართლო ოთახი, ლენინის და სტალინის ნატურალურ ზომებში ტილოები, პროკურორის მიღმა სტალინის მონუმენტური კოლოსი, სიმაღლეში დაახლოებით ხუთი მეტრი. ამ ყველაფრის წინ სასამართლო სისტემა რეალურად სათაგურს წააგავს და ერთი ტილო მაინც რომ ჩამოვარდეს კედლიდან, მთლიანად მოიყოლებს, მთელს იმდროინდელ ქართულ საბჭოთა სასამართლო სისტემას, თავის პროკურორიან- მო.სამართლიანად))
საქმიდან ვიგებთ როგორი ამინდი იყო იმ დღეს საგურამოში, ჰაერის, წყლის, მიწის ტენიანობას; რა ეცვა ილიას, რა სამკაული ეკეთა ოლღას…როგორ ანიშნა მეეტლემ ყაჩაღებს ილია მომყავსო და როგორ ესროლა წინიდან ოთხმა. უბრალოდ მერე ჩვენებებიდან ქრება ექიმის დასკვნა თუ რამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებლობა, ვინმე იმერელის ჩვენება და საქმე სწორედ ისე ლაგდება როგორც ბელადს სურს: – ის რაც ვერ შეძლოა იმპერატორმა შეძლო ბელადმა ( ნუ დავაკონკრეტებთ ეს იყო სტალინი, ლენინი თუ ჟორდანია). ყველას თანაბრად უშლიდა ხელს თუ ნერვებს აწ გარდაცვლილი ერის სულიერი მამა.
„ილია მოკლა ოხრანკამ“!
იმპერატორი კი უკვე ჩამოგდებული და დამარხულია! ზოგიც დაუმარხავი.
ეს(ს)ა ეს!
და სწორედ აქ დამებადა პირველი კითხვები.
– ვინ იყო ილია და რატომ მოკლეს ის?
– რატომ ჩატარდა მეორე სასმართლო მაშინ, როდესაც პირველივე ჯერზე მკვლელები გამოვლინდა. მკვლელობის მიზეზი და იარაღი ამოღებულია: იარაღი -ბერდიანკა, მიზეზი -სოციალური ნიადაგი.
ბევრს წერენ ილიაზე, ბევრი კითხულობს ილიას, მაგრამ არავინ კითხულობს თუ ოთხმა ყაჩაღმა წინიდან ესროლა ის როგორღა დავარდა პირქვე, ან თუ „იმერელი“- მახარაძეა, ორჯონიკიძე… ხშირად ადიოდა საგურამოში და ხალხს ეუბნებოდა „…სხვა დროა ხელისუფლება თქვენ გეკუთვნით“, მკვლელობა როგორღა გამოდის სოციალური.
მოკლედ ფაქტია, რომ ისტორია (იმ შემთხვევაში კი პროკურორი) ცრუობს, კი არაფერი და არაფერი იცვლება, რადგან ილია უკვე მკვდარია, მაგრამ იქ სადაც წერტილი არაა დასმული თემა გრძელდება და მძიმეებად იკინძება შემდგომში პრეზიდენტის საქმე, პრემიერის საქმე და etcetera; სხვაა გარემოება, სხვა „ბერბიჭაშვილი“, სხვა პროკუროტი, სხვა ინტელიგენცია, სხვა იარაღი, სხვა დამკვეთიდა, სხვა შემრსულებელი … მაგრამ ერი და შედეგი ერთია! ყალბი ისტორია, ყალბი დასკვნები და არასწორი ორიენტირები…
თუმცაღა ილია კვლავ „ერის სულიერ მამად“ რჩება.
უბრალოდ ბურუსში გახვეული „ბედნიერი ერი“ რომელსაც ჰყავდა წარსულში ილია, ზვიადი…… კიდევ ერთია საერთო; ილიას გვერდით მაშინ ბელადმა მკვლელი დაკრძალა ისევე როგორც ზვიადის მკვლელი დაიკრძალა პატივში.
ეს(ს)ეა ეს!
ვინ იყო ასეთი ილია და რატომ შედგა მის წინააღამდეგ „იდეალური მკვლელობა, რომელიც იმპერატორმა დაგეგმა და ბელადმა მოიყვანა სისრულეში- კაცი, რომელიც მარტო ებრძოდა იმპერიას! დამარცხდა?
– დამარცხდა. რადგან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სიმართლე მისი მკვლელობის შესახებ და ვდუმვართ. აბა, ისტორიას ხომ არ გადავწერთ! და ვერ ვხვდებით, რომ ეს ისტორია ქაღალდზე კი არა ერის ცნობიერში წერია!
ვდუმვართ მაშინ, როდესაც სკოლაში მეოთხეკლასელს ვაიძულებთ საზეპიროდ „ელეგიას“ და საბოლოოდ ვაშორებთ ილიასთან რადგან მან იცის ზეპირად ის რაც ჯერ არ ესმის! და ესმის მხოლოდ „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი“. კვლავ დუმს ინტელიგენცია.
კვლავ არ გვავქვს ისტორია, კვლავ ველოდებით მესიად „ერთს“ და კვლავ მხოლოდ საზეპიროდ გვავქვს მისი დანატოვარი. და კვლავ ისმის იგივე კითხვა-ვინ მოკლა ილია?
– მე მოვკალი.
– მე მოვკალი ილია და შემიძლია ყველა დეტალი გავიხსენო, სად იდგა ის, რა ეცვა, როგორი იყო ამინდი, რა იარღი „მეჭირა“ ხელში…იმასაც გეტყვით, რატომ მოვკალი-ის იყო მემამულე და „ახალი დრო მოვიდა და მე უნდა ამეღო ხელში სადავეები“. შურის ნიადაგზე, მოვკალი ილია, რადგან მას ჰქონდა ყველაფერი და მე არაფერი. თუ ეს დაგამშვიდებთ!
და ასე იქცა ჩემთვის ილიას საქმე „ილიას სინდრომად“; „სამართლიანოს აღდგენის“, ცრუ განდიდების, ბედნიერი ერის ილუზიის, ეროვნულს აცდენილი საგანმანათლებლო პოლიტიკის, ფსევდი ლიბერალურ პარტიული მედიის- რომელიც მხოლოდ ჩართული კამერაა ილიას მკვლელობის სასამართლო პროცესზეც, უუნარო ასევე მუნჯი, ბუტა-ფორიული სასამართლოს ანტურაჟად ქცეული ინტელიგენცის დასაფიქსირებლად, სადაც საქმის პროკურორს უბრალოდ საშინაო დავალება აქვს საქმეს- საქმით შეუცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი.
აი ის ფაზლი ილიას მკვლელობის საქმეს რომ აკლია- არ ვიცით რელურად ვინ იყო კაცი, რომელიც წმინდანად, იესოს გვერდით და(ვ)აყენეთ და ისტორია, სადაც ისევ ორია გმირია მკვლელიც და მოკლულიც!
ესსეა ეს.