ესთეტი
ქეთევან მატაბელი და გია გუგუშვილი რუბრიკა “ესთეტში”
ესთეტის მარტის ნომრის სტუმრები არიან მხატვრები, ცოლ-ქმარი ქეთევან მატაბელი და გია გუგუშვილი
ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია…
ქეთევან მატაბელი (ქმ): ისტორიისა და მოდერნის კოლაჟი.
გია გუგუშვილი (გგ): “მინიშნებითი აბსტრაქცია” და შერეული ტექნიკა.
ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენი:
ქმ: წიგნი, პეტერ სინაპიუსი “თერაპია როგორც სურათი- სურათი როგორც თერაპია”.
გგ: ძველი წიგნია: ,,საბჭოთა ილუსტრაცია” სოც. არტის მხატვართა ჩანართებით.
ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ:
ქმ: ვგეგმავ აიპედის შეძენას.
გგ: ტექნიკის (“საუნდ სისტემა”).
ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი
ქმ: ვინსენტ ვან გოგის.
გგ: ბევრია, ძირითადად ქართველი და აზიელი მხატვრების.
პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს:
ქმ: სუნამო.
გგ: სიტუაციის მიხედვით.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია არის:
ქმ: ჩემი დასურათებული “ვეფხისტყაოსანი”.
გგ: ნახატი.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია არის:
ქმ: მანქანა.
გგ: ასევე ნახატი.
საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე:
ქმ: დონ კიხოტი, ესპანეთში.
გგ: ყელსაბამი მეუღლისთვის.
ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი:
ქმ: ტკბილეული.
გგ: წითელი ღვინო.
ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება…
ქმ: არ მაქვს.
გგ: არ მაქვს.
დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი არის:
ქმ: ესპანეთი, ალჰამბრა.
გგ: მადრიდი (მუზეუმი).
ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები…
ქმ: ზღვა.
გგ: ესპანეთი.
ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი არის:
ქმ: ჩემი სახატავი მოლბერტი.
გგ: მამის საათი.
ბოლო შთამბეჭდავი კერძი:
ქმ: ბრინჯის სალათა.
გგ: მეგრული ხაჭაპური.
რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს…
ქმ: პარიზში.
გგ: ტოკიოში.
ბოლო მუსიკალური აღმოჩენა…
ქმ: მანტრა.
გგ: “Art Blakey The Jazz Messengers”.
წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა…
ქმ: ბიბლიაა.
გგ: ვერ გამოვარჩევ.
ახლა ვკითხულობ…
ქმ: გნოსტიკურ სახარებას.
გგ: თ. ბაბლუანის “მზე, მთვარე და პურის ყანას”.
ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია…
ქმ: ფიროსმანმა.
გგ: იცვლება პერიოდებისა და განწყობის მიხედვით.
ერთი რჩევა ესთეტიკაზე…
ქმ: კულტურა არ არსებობს ესთეტიკის გარეშე.
გგ: ვერ ვიტან არაესთეტიურობას!