თაობათა (თანა)ცხოვრების შესახებ
ლია მეტრეველი

“ქართული კულტურა” იანვრის შესვენების შემდეგ მკითხველებს 2020 წლის თებერვალს უბრუნდება. გამოდის, რომ ეს ჩვენი ახალი წლის პირველი ნომერია. თებერვლის გამოცემა, ახალი წლის ჭრილში, ძალიან საინტერესოა, რადგანაც იგი სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა თაობის ცხოვრებასა და თანაცხოვრებაზე გაგიმახვილებთ ყურადღებას. Წაიკითხვათ სტატიებს და კიდევ ერთხელ გექნებათ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი რეაქცია: “აჰა, ეს ხომ უკვე ვიცოდი და დამავიწყდა” რა იცოდით? Რომ სულ ერთია, რომელ ეპოქაში, სულ ერთია რომელ ქვეყანაში, სულ ერთია რომელ კონტინენტზე, ყოველთვის არსებობს მარადიული, უცვლელი თემები: მაშინაც (ეს მაშინაც, როცა გინდათ, მაშინ იყოს) და ახლაც ყველთვის უყვარდათ და უყვართ, ყოვეთვის ოცნებობდნენ და ოცნებობენ, ყოველთვის ჰქონდათ უკეთესის იმედი და აქვთ; და რაც მთავარია, ყოველთვის იკლავდნენ თავს… 

მას შემდეგ, რაც გოეთეს ვერთერმა ასე შთამბეჭდავად მოიკლა თავი (თუმცა, მანამდე რომეო და ჯულიეტასაც არანაკლები ეფექტი ჰქონდათ), ხელოვნებაში თვითმკვლელბის ამბავი არავის უკვირს. Მართალია, ეს თემები მარადიულია მაგრამ გასხვავებულიც. ყოველთვის უყვარდათ, მაგრამ უყვარდათ სხვანაირად. ყოველთვის ოცნებობდნენ მაგრამ ოცნებობდნენ სხვანაირად. ყოველთვის ჰქონდათ უკეთესის იმედი, მაგრამ ჰქონდათ სხვანაირად. და, რა თქმა უნდა, ყოველთვის იკლავდნენ თავს, მაგრამ იკლავდნენ სხვანაირად. Სწორედ ამ მარადიულზე და განსხვავებულზე მოგითხრობთ ჩვენი ავტორი თამარ გუნაშვილი სტატია “სიცოცხლესთან თამაშის სამ ასაკში”. Როსტომ ჩხეიძე გეტყვით, თუ რაზე ოცნებობენ თანამედროვე ქართველი პოეტები. Მაკა ჯოხაძე აგიხსნით, რომ ოცნება და “ოცნებაზე მოგონება” უსიყვარულოდაც შეიძლება. Რუსუდან რუხაძე კი… თუმცა აქ რაღა უნდა გავაგრძელოთ, აბა “ვეფხისტყაოსანზე” უფრო მეტი საოცნებო ვის დაუწერია და ტარიელსა და ავთანდილზე უფრო მეტად ვის მოუკლავს თავი ლიტერატურაში? Ნახავთ, რომ ამ სიყვარულით ათასჯერ მკვდარ მაგრამ მარად უკვდავ გმირებთან ერთად თაობებიც ცხოვრობდენ და კვდებოდნენ…

ჰოდა, იოცნებეთ ჩვენთან ერთად “ქართული კულტურის” ამ გამოცემაში, წიგნის დასასრულამდე ხომ ჯერ ძალიან, ძალიან შორია…