მაკა დადიანი რუბრიკა “ესთეტში”
მაკა დადიანი

ჩემი სტილის მახასიათებელი ელემენტია კლასიკურობა.

ჩემი ბოლო საინტერესო შენაძენია ჩაიდანი, რომელსაც მრავალნაირი ჩაის მოდუღების ფუნქცია აქვს.

ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ არის ფაციოლის როიალი.

ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი პიერ სულაჟის ტილოა.

პირადი მოვლის საშუალება, რომელიც მუდამ თან მაქვს ჩემი საკოსმეტიკო ნივთების ჩანთაა.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია: საკუთარი ნახატი.

საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია არის ბილეთი “Queen”-ის კონცერტზე.

საუკეთესო სუვენირი, რომელიც ახლახან ვიყიდე: კარარის მარმარილოს პატარა ბიუსტი, რომელიც თვით კარარაში შევიძინე.

ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი ტკბილეული ანუ შაქარია.

ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება: Instagram.

დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი: რომი.

ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები არის ფლორენცია.

ნივთი, რომელსაც ვერასოდეს შეველევი: როიალი.

ბოლო შთამბეჭდავი კერძი… გასაოცარი,უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც არ შეიცავდა არც კვერცხს, არც რძის ნაწარმს და არც ფქვილს,რომელიც ჩემმა მამიდაშვილმა ხათუნა ძნელაძემ პირადად ჩემთვის გამოაცხო საახალწლოდ.

რომელ ქალაქში ვისურვებდი შოპინგს: ტოკიოში.

ბოლო მუსიკალური აღმოჩენა... მარკ მარტელი.

წიგნი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა: ირვინგ სტოუნის “ტანჯვანი და სიხარულნი” – ანუ მიქელანჯელო ბუონაროტი.

ახლა ვკითხულობ ნინო ხარატიშვილის წიგნს “Das achte Leben“ გერმანულად.

ადამიანი, ვინც თქვენს სტილზე გავლენა იქონია… ვცდილობ არავის მივბაძო, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე ვირჩევ სტილს და სამოსელს.

ერთი რჩევა ესთეტიკაზე… ესთეტიკის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია თავის მოვლა და შეძლებისდაგვარად ყოველთვის ფორმაში ყოფნა

თემები