ესთეტი
ნიკა მაჩაიძე რუბრიკა ესთეტში
მსახიობი და მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე პირად სტილზე, ბოლოს შეძენილ წიგნზე, მის ფავორიტ მხატვარსა და სხვა მრავალ თემაზე საუბრობს.
ჩემი სტილის მახასიათებელ ელემენტზე არ დავფიქრებულვარ. მგონი ის, რომ თმა არასოდეს დამივარცხნია.
ბოლო საინტერესო შენაძენი მაკოტო სინკაის art-book იყო.
ნივთი, რომლის შეძენასაც ვგეგმავ Dji Osmo Pocket Camera-აა.
ხელოვანი, რომლის ნამუშევარსაც შევიძენდი მაქს ერნსტია. კონკრეტულად კი რომელიმე კოლაჟს მისი წიგნიდან Une semaine de bonté… ჩემთვის ეს პრინციპი ძალიან ჰგავს იმას თუ როგორ ვქმნი მუსიკას მე…
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე გამიცია ჩემი მუსიკაა.
საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მიმიღია ტუსიას მუსიკა და მაქსიმეს ნამუშევარია…
ცდუნება, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი, ნაყინია.
ჩემი ფავორიტი აპლიკაციების სიას მიეკუთვნება ინსტაგრამი და smplr-ი.
დაუვიწყარი ადგილი, სადაც ბოლო წელს ვიყავი კაში – თურქეთის სამხრეთ დასავლეთით მდებარე საოცარი პატარა ქალაქია, ულამაზეს ბაღებში ჩაფლული საოცარი მაცხოვრებლებით და საოცარი ზღვით.
ადგილი, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები თბილისია. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია მუსიკის წერა. აქ ცხოვრობს 80% ადამიანებისა, ვინც მიყვარს და საერთოდ ჯადოსნური ქალაქია, მიუხედავად ყველა მისი დეგენერატიზმით შეპყრობილი მთავრობისა… ისინი ყოველთვის მიდიან და თბილისი რჩება!
ბოლო შთამბეჭდავი კერძი, რომელიც გავსინჯე, სეზამის მარცვლების და თხის რძის ნაყინი იყო. ეს ნაყინი კაშში ვჭამე, აბსოლუტურად ჩვეულებრივ სანაყინეში. სამი საათი იმ ადგილს არ მოვცილებივართ, რომ გვეჭმა და გვეჭამა… სხვაგან არსად იყიდებოდა.
ჩემი ბოლო მუსიკალური აღმოჩენები – serph-ი (იაპონია) და ანუშკა ჩხეიძე (საქართველო) არიან.
ახლა ვკითხულობ მერი ნორტონის “Borrowers” (რედ. მსესხებლები) -საბავშვო წიგნის.